საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებების 2020 წლის ანგარიშში ნათქვამია , რომ საქართველოს შრომის კანონმდებლობა არასაკმარისად არეგულირებს სამუშაო გრაფიკს და მთავრობას არ აძლევს შრომის ყველა პირობის გაკონტროლების საშუალებას.
ანგარიშის მიხედვით, სუსტი რეგულაციები რომელიც ხშირად პრიორიტეტს წარმოების მიზანს ანიჭებს, ძირს უთხრის დასაქმებულების უსაფრთხოებას.
„მაგალითად, მანგანეცის ზოგიერთ მაღაროში მუშები მიწის ქვეშ 12 საათის განმავლობაში მუშაობენ, ღამის ჩათვლით, გადაბმულად 15 დღე, რაც იწვევს გადაღლას და ზრდის სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევებისა და დაშავების ალბათობას,“- აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების შედეგად ქვეყანაში გასული წლის ოქტომბრის ჩათვლით დაიღუპა 36 და დაშავდა 107 ადამიანი.









