ავიაიერიში სირიაში – დაღუპულია 40 მშვიდობიანი მოქალაქე

უცხოური მედიის ცნობით, რუსეთისა და სირიის არმიის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშებს სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 40 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არის 6 მცირეწლოვანი ბავშვი.

არსებული ინფორმაციით, რუსეთი და მის მიერ მხარდაჭერილი ბაშარ ასადის მთავრობა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შესახებ ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ მხოლოდ ჯიჰადისტ ბოევიკებს ებრძვიან.

ფოტო: ipn.ge