გორში, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა, შემთხვევის შედეგად 16 წლის ბიჭია გარდაცვლილი.
ავტოსაგზაო შემთხვევისას, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.