რუსთავში ბუნებრივი აირით ორი ადამიანი გარდაიცვალა (+ფოტო)

რუსთავში მშენებელთა ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ორი ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს “ტვ4” შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.

UPDATE: როგორც ადგილიდან ტვ4–ის ჟურნალისტი იუწყება, გარდაცვლილები მამა–შვილი არიან. დაღუპულები 72 და 44 წლის არიან.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაზის, ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.