ბუნებრივი აირის სუნი საცხოვრებელ კორპუსში-მოსახლეობამ სამაშველო სამსახური გამოიძახა(+ფოტო)

მე-14 მიკრორაიონის N48 საცხოვრებელ კორპუსში რამდენიმე საათის განმავლობაში ბუნებრივი არისი  მკვეთრი სუნი იგრძნობოდა. უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობამ სამაშველო სამსახური გამოიძახა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟები. მისამართზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.