გარდაბნის მერიამ გზების სამშენებლო ტენდერები გამოაცხადა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლებში კრწანისი, სართიჭალა, ყარაჯალარი, აღთაკლია შიდა გზების რეაბილიტაციისათვის სამშენებლო ტენდერი გამოაცხადა. სამშენებლო სამუშაოების სატენდერო ღირებულება 3 305 277 ლარს შეადგენს.

ასევე, გარდაბნის მერიამ გზების სამშენებლო ტენდერი გამოცხადდა სოფელ ვახტანგისში, ჯანდარასა და ნაზარლოში არსებული ამორტიზებული შიდა ქუჩების რეაბილიტაციისათვის, რომლის სატენდერო ღირებულება 2 105 367 ლარს შეადგენს.

სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება: მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები; სამშენებლო სამუშაოები მილსადენების, საკომუნიკაციო და ელექტროხაზების, გზატკეცილების, გზების, აეროდრომებისა და სარკინიგზო ხაზებისთვის, ბეტონის ბრტყელი კონსტრუქციებისთვის;​ გზატკეცილების, გზების მშენებლობა, საძირკვლის მომზადებისა და ზედა ფენის გადაგების სამუშაოები.

კომპანიებს ტენდერებში მონაწილეობის მიღების უფლება 24 იანვრამდე აქვთ.