თბილისის ზოოპარკიდან მაჩვზღარბა გაიქცა-პოლიციამ ცხოველი უვნებლად დააბრუნა(+ვიდეო)

თბილისის ზოოპარკიდან მაჩვზღარბა გაიქცა-ცხოველი პატრულის თანამშრომლებმა უვნებლად დააბრუნეს.

სოციალურ ქსელში ვიდეოს თომა ჩაგელიშვილი ავრცელებს.

ცხოველი თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს. მაჩვზღარბა  ქუჩაში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ზოოპარკის დირექტორი ვარაუდობს,რომ ცხოველი გალიიდან გადმოვარდა ან გამოძვრა.

” რაც მთავარია ცხოველი უვნებელი დაბრუნდა,ის ადგილი ამოვქოლეთ “, – ამბობს ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

ნახეთ ვიდეო.