თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია 20-მდე მობილური ტელეფონი. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
ამ დროისთვის, ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
ფოტო imedinews.ge









