“როიტერის” ცნობით, ავსტრალიაში სახანძრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაციას სამხრეთ უელსის შტატის ხელისუფლების წარმომადჰენლები ადასტურებენ. შტატის სახანძრო სამსახურის ცნობით, ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ავსტრალიის ტრანსპორტის უსაფრთხოების ბიურო ინციდენტს იძიებს.
შეგახსენებთ, ავსტრალიაში რამდენიმე თვეა, რაც მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან.









