მე-15 მიკრორაიონში სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული

მე-15 მიკრორაიონში N13 ბინასთან ორი სახანძრო -სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

ადგილზე იმყოფებოდა ორი საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

Tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ცრუ გამოძახებას. მოქალაქემ საგანგებო სიტუაციების სამსახურში არამიზნობრივად დარეკა.