ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მეგობრობის გამზირზე. როგორც Tv4- ის ჟურალისტი ადგილიდან იუწყება, “BMW”-ს მარკის ავტომობილი სავარაუდოდ, მოცურების შედეგად, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა ჯებირი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპჟი.












