ოზურგეთში, 60 წელს გადაცილებული ქალი სავარაუდოდ, მოკლეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელექედურში 60 წელს გადაცილებული ქალი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი თავდამსხმელებმა აწამეს და მოკლეს. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახლიდან ავტომანქანა დაკარგულია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.