ყაჩაღობა მოხდა გვიან ღამით, გალის რ-ნ სოფელ ჭუბურხინჯში. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახს სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს. ვრცელდება ინფორმაცია,რომ უცნობი პირებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ოჯახის უფროსმა სცადა, რისთვისაც მას თავის არეში ესროლეს.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ოჯახი დაჭრილის გადმოყვანას ზუგდიდში უშედეგოდ ცდილობდა, რადგან ოკუპანტებმა მის გადმოყვანაზე სპეციალური საშვი მოითხოვეს.
ამ წუთებში დაჭრილს გადაუდებელი დახმარება სოხუმის საავადმყოფოში უტარდება.
წყარო:პრაიმტაიმი









