გარდაბნის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია. პარკში საბავშვო მოედნები და სატრენაჟორო სივრცეები მოეწყობა.
ამასთან, პროექტის ფარგლებში, იგეგმება დიდი სცენის, კვების ობიექტის , გასართობი ცენტრისა და ველობილიკების მოწყობა. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ტელექსი” აწარმოებს. პარკის რეაბილიტაციის პროცესი დეკემბერში დაიწყო და აპრილის თვეში დასრულდება.