რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსისგან დაინფიცირებულთა ორი შემთხვევა გამოვლინდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვირუსი ტიუმენის ოლქის კლინიკაში ორ პაციენტს დაუდგინეს. არსებული ინფორმაციით, დაინფიცირებულები ჩინეთის მოქალაქეები არიან.
ამასთან,იტალიამ კორონავირუსის გამო ,საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 30 იანვარს იტალიაში ჩასულ ორ ტურისტს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ტურისტები რომში რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ. იტალიამ ჩინეთთან ფრენებიც შეაჩერა.
ჩინეთში, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 213-ს მიაღწია, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 10,000-ია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.









