ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინტერუწყებრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს, რომელიც ქალაქ რუსთავში არსებული პრობლემების შესწავლისა და მოგვარების მიზნით შეიქმნა. ინტერუწყებრივ სამუშაო ჯგუფს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდმარე ზაზა გაბუნია ხელმძღვანელობს.
“პაატა მხეიძე ტრიბუნასთან წარმოადგენს რუსთავის წინაშე არსებულ პრობლემატიკას, ამის შემდეგ დარგობრივი შინაარსით, მინისტრების მოადგილეებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარ უწყებასთან დაკავშირებული საკითხებს უპასუხონ,ამით სხდომას დავამთავრებთ,ამის შემდეგ ვაპირებ გავაანალიზო დასმულ საკითხები და მივმართო მინისტრებს საკითხებთან დაკავშირებით და გავაგრძელოთ მუშაობა პრობლემის ამოწურვამდე.”-განაცხადა ზაზა გაბუნიამ .
პირველი პრობლემა ,რომელიც პაატა მხეიძემ ინტერუწყებრივი ჯგუფის შეხვედრაზე დააყენა რუსთავში საკუთრების უფლების საკითხი იყო.
“პრობლემები ბევრია ,განსაკუთრებული სიმძიმის მიხედვით მინდა წარმოვადგინო.ვფიქრობ ამ საკითხების დაორგანიზებით, გადაწყვეტა უნდა მოხდეს. ერთ-ერთია საკუთრების უფლების დაცვა, ქართული ოცნების გეგმით გაწერილი,რომელიც დიდ ქალაქებში არის უზრუნველყოფილი და რუსთავში რთულდება ამ საკიხთების გადაწყვეტა. მოქალაქეთა განკარგვაში არსებული საცხოვრებელი სახლები,რომლებიც განთავსებული არიან ყოფილ უწყებრივ ნაგებობებში,საერთო საცხოვრებლებში, მათ იქ ყოფნას არ ჰქვია შეჭრილის სტატუსი, ვინაიდან არიან გაზის შუქის გადამხდლები, შესაბამისად ერთადერთი რაც გვაქვს შესაძლებლობა არის ის რომ ხალხს დაუკანონდეს საცოხვრისი. ამ პრობლემის წინაშე დგას დაახლოებით ,3000 კაცი რუსთავში”-განაცხადა პაატა მხეიძემ.
რა პრობლემური საკითხები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე -ნახეთ Tv4-ს სიუჟეტი.