რუსთავის საქალაქო სასამართლოში დაკავებული პირის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობაზე იმსჯელეს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, 35 წლის დავით მუმლაძისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ ჯღარკავასთვის აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილენლობის თაობაზე იმსჯელეს.
სხდომას ქეთევან ლუაშვილი თამჯდომარეობდა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ზურაბ ჯღარკავასთვის დაუსწრებლად შეფარდებული აღმკვეთი ღონისხიება – პატიმრობა, ძალაში დატოვა.
პროკურორ გიორგი ლობჯანიძის განცხადებით, ზურაბ ჯღარკავა სამართალდამცავებმა 2 იანვარს წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტთან, მდინარის პირას დააკავეს, მას თან ქონდა თანხა, კერძოდ აზერბაიჯანული მანათი და სავარაუდოდ ქვეყნის დატოვებას აპირებდა.
ადვოკატმა იოსებ ხარატიშვილმა, ზურაბ ჯღარკავას 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატის განცხადებით, საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ჯღარკავას ბრალდებას დაადასტურებდა. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სრულად გაიზიარა ბრალდების არგუმენტები.

შეგახსენებთ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ზურაბ ჯღარკავას მიმართ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტებზე, სსკ-ის 143-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 2019 წლის 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
პოლიციამ დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 7 ოქტომბერს 5 პირი დააკავა, მათ შორის მოქმედი და ყოფილი პოლიციელები.