რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

 რუსთავში  სავარაუდოდ,ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 2 ადამიანი გარდაიცვალა.შემთხვევის დროს სახლში კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მას ინტოქსიკაცია არ მიუღია.

შემთხვევა , ლეონიძის 12 ნომერში მოხდა.

გარდაცვლილები 54 და 58 წლის ცოლ-ქმარი არიან, მათი 25 წლის შვილს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია. 

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი და პოლიცია.

Update : შემთხვევის ადგილზე მივიდა სოკარ ჯორჯია გაზის  სამსახური. როგორც კომპანია სოჯარ ჯორჯია გაზში tv4-ს განუცხადეს, აღნიშნულ მისამართზე წყლის გამაცხელებელი 25 სექტემბერს  შემოწმდა. კომპანიის მონიტორიგის ჯგუფმა გამაცხელებელი ჩახსნა, თუმცა სოკარ ჯორჯია გაზში ვარაუდობენ,რომ ბინის მცხოვრებლებმა  დანადგარი თვითნებურად აღადგინეს. 

როგორც Tv4-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  მომხდართან დაკავშირები გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო,რაც  ელექტრო და თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.