სამართალდამცველებმა ესპანეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდში ქურდობის მცდელობის დროს სამართალდამცველებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულებმა საცხოვრებელი სახლის გაქურდვა მაშინ სცადეს, როდესაც მეპატრონე საცხოვრებელ ბინაში არ იმყოფებოდა. მეზობლებმა სახლიდან ხმა გაიგეს და სამართალდამცველებს მიმართეს.

ესპანეთის პოლიციამ საცხოვრებელ ბინაში მისვლის დროს საქართველოს ერთი მოქალაქე ადგილზე დააკავა. მეორე კი გაქცევას მეოთხე სართულიდან ზეწრების საშუალებით გადახტომით ცდილობდა. გადახტომის დროს მან ფეხი მოიტეხა. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა მეორე პირიც ადგილზე დააკავეს.

ესპანური მედია იუწყება, რომ ჩატარებული ჩხრეკის დროს პოლიციამ სპეციალური მოწყობილობები ამოიღო, რომლის საშუალებითაც დაკავებულებმა კარის საკეტი მარტივად გახსნეს.