საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი ტარიფი ამოქმედდა

საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი ამოქმედდა.

გადახდის ახალი წესი – ე.წ ჰიბრიდული ტარიფი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე ვრცელდება, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს ბინაში, პარალელურად აქირავებს ბინას ტურისტებზე და მათ მომსახურებას უწევს.

ერთ შემთხვევაში საოჯახო სასტუმრო ისარგებლებს ერთი აღრიცხვის სისტემით – თუ საოჯახო სასტუმრო ერთი თვის განმავლობაში 25მ3-ზე ნაკლებ წყალს მოიხმარს, წყლის საფასურს გადაიხდის საყოფაცხოვრებო ტარიფით. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოხმარება 25მ3-ზე მეტი იქნება, მხოლოდ გადაჭარბებულ ოდენობაზე გადაიხდის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.

მეორე შემთხვევაში ობიექტზე წყლის მოხმარება აღირიცხება ორი მრიცხველით – ბინის იმ ნაწილზე, სადაც თავად ცხოვრობს მფლობელი წყლის საფასურს გადაიხდის საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო იმ ნაწილზე სადაც ხორციელდება ტურისტების მიღება და მომსახურება, წყლის საფასურს გადაიხდის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.