თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვა გაიმართა.
სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები, ორი გამომძიებელი და შსს-ის პრესსამსახურის ერთი თანამშრომელი დაიკითხნენ. გამომძიებლებმა ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრეს, ხოლო პრესსამსსხურის თანამშრომელმა იმ ვიდეო მასალებზე ისაუბრა, რომელიც შსს-ის პრესცენტრმა 20 ივნისის მოვლენების დროს გადაიღო.
დღეს ასევე ირაკლი ოქრუაშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელეს, თუმცა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის განცხადებით, ერთსა და იმავე პერიოდში სხვადასხვა გამომძიებელი ზუსტად იდენტურ სიტყვებს იყენებს და გრამატიკულს სხვდასხვა ჩევენებებში შეცდომებს უშვებს.
„ირკვევა, რომ კონკრეტული გამომძიებელი აცხადებს, რომ კონფლიქტი 20 ივნისს მოხდა საზოგადოებასა და პოლიციას შორის და პრაქტიკულად პოლიციამ, ანუ მხარემ გამოიძია საქმე, რაც ობიექტურობას ვერ შეუწყობდა ხელს“, – განაცხადა ვახტანგ იაშვილმა.
გამოძიება ოქრუაშვილს 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.მომდევნო სხდომა 23 იანვარს 13:00 საათზე ჩაინიშნა.









