საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში ვეძინის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცეცხლი გავრცელებულია იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის სასხვენო გადახურვაზე.

ვეძინის ქუჩაზე მუშაობს ცხრა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.