საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ჩვილი იპოვეს

ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ჩვილი იპოვეს – შემთხვევა თბილისში, ვარკეთილში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.