საცხოვრებელი კორპუსის ორ სადარბაზოში ცეცხლი ლიფტის შახტებში ერთდროულად გაჩნდა

მე-17 მიკრორაიონში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ცეცხლი  N14 საცხოვრებელი კორპუსის პირველ და მესამე სადარბაზოებში ერთდროულად გაჩნდა. სავარაუდოდ, ცეცხლი ლიფტის შახტაში არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.