რამდენიმე დღის წინ, ტექნოლოგიურ გამოფენა CES 2020-ზე ჰაერის გაფილტვრის ფუნქციით პროდუქტი გამოჩნდა. მოწყობილობაა, რომელიც გარემოზე ზრუნვის პარალელურად, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, პირბადისებური Atmos-ით გვთავაზობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოწყობილობის მიზანი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და ადამიანებში, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციაა.
პროდუქტი კომპანია Ao Air-მა, საკუთარი პატენტის – PositivAir-ის ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნა. სისტემა იყენებს ერთგვარ ვენტილატორებსა და ჰაერის ფილტრებს მის გასაწმენდად და თქვენთვის მოსაწოდებლად.
ამ მიზნის მისაღწევად მას წნევის სენსორებიც აქვს და ამასთან, მოწყობილობა სპეციალურ აპლიკაციასთან ერთად მუშაობს. მობილური აპლიკაციიდან შეგიძლიათ აკონტროლოთ ჰაერის ხარსიხი, ან შეიტყოთ კონკრეტულ გარემოში, რამდენად გიწმენდთ ჰაერს მოწყობილობა.
აღსანიშნავია, რომ არ არის საჭირო Atmos კანზე გეხებოდეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვა, ტრადიციული პირბადეებისგან განსხვავებით, ის არ იწვევს ოფლიანობას, ან კანთან შეხებით გამოწვეულ სხვა დისკომფორტებს . კომპანიის განცხადებით, ბაზარზე არსებულ მსგავს პირბადეებთან შედარებით, Atmos 50-ჯერ უკეთ წმენდს ჰაერს. კიდევ ერთი დეტალი, რომელიც Atmos-ის შემქმნელებმა, დიზაინზე მუშაობისას გაითვალისწინეს მისი გამჭვირვალობაა. ამ გადაწყვეტის წყალობით, მოწყობილობა არ ფარავს ადამიანის სახეს.
მოწყობილობა 350 დოლარი ღირს.
პროდუქტის წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია და მისი მიწოდება 2020 წლის ივლისიდან დაიწყება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოწყობილობას ფილტრები ეცვლება და მაგალითად, 4 თვის სამყოფი ფილტრის ყიდვა 50 დოლარი დაგიჯდებათ. წინასწარი შეკვეთისას ეს საჩუქარი, ერთჯერადად, გათვალისწინებულია.
წყარო:ონლაინ გამოცემა marketer-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრნობით.