ჰაცუ ბაშოს მეშვიდე დღეს, ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე ლევან გორგაძემ გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი ჰატატიკომის ილეთით დაამარცხა.
შვიდი ბრძოლის შემდეგ 32 წლის ქართველი სუმოისტის ანგარიშზე 3 მოგება და 4 წაგებაა.
ლევან გორგაძეს დაკარგული ოძეკის წოდების დასაბრუნებლად, ზედიზედ სამ ბაშოზე 33 ბრძოლის მოგება სჭირდება.