ბათუმში, ბესიკისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაზე მდებარე მირქმის ტაძარი გაქურდეს.
გავრცელებული ინფორმაციით,მძარცველებმა ეკლესიიდან თანხა და თაფლი მოიპარეს. მათ ტაძარში შეღწევისას ფანჯრები დააზიანეს.
ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.