ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნას გარდაბნის მუნიციპალიტეტი შეუერთდა.
ეროვნული დღესასწაულის ფარგლებში,მერიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, ქ. გარდაბანში კულტურის სახლის შენობაზე, სახელმწიფო დროშა საქართველოს ჰიმნის თანხლებით, საზეიმოდ აღიმართა.