ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში 21 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა ქალი ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.