ყაჩაღობის ფაქტზე ირანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, დამნაშავე მიმდინარე წლის 15 იანვარს, თანამზრახველთან ერთად, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების მიზნით, ბრალდებულმა ამავე ჯიხურის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ დამნაშავის, თანამზრახველის ვინაობა დაადგინა და მისი დაკავების მიზნით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.