ცნობილი რუსთაველი ფოტოგრაფი რაჟდენ გაბრიჭიძე გარდაიცვალა

ცნობილი რუსთაველი ფოტოგრაფი რაჟდენ გაბრიჭიძე გარდაიცვალა.  რუსთავის ცოცხალი მემატიანე ხანდაზმულ ასაკში მძიმე დიაგნოზით  გარდაიცვალა. 

რაჟდენ გაბრიჭიძე ქალაქში მრავალი წელია მოღვაწეობს. მის ნამუშევრებში ცნობილ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებს შეხვდებით, მის მიერ გადაღებულ ფოტომასალაში ასახულია ძველი და თანამედროვე რუსთავის უნიკალური კადრები. 

რუსთაველი ფოტოგრაფი 1939 წლის 29 დეკემბერს დაიბადა და დღეს  81 წლის ასაკში 2020 წლის 29 იანვარს გარდაიცვალა.

ნახეთ  რუსთაველი შემოქმედის ფოტოამბები რუსთავიდან-მის ფოტოებში ასახულია წლების წინანდელ რუსთავში მიმდინარე მოვლენები. რაჟდენ გაბრიჭიძის ფოტოებში თანამედროვე რუსთავსაც შეხვდებით. 

ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია Tv4 იზიარებს ბატონი რაჟდენ გაბრიჭიძის ოჯახის მწუხარებას.