სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მკვლელობა მოხდა. სავარაუდოდ დიშვილმა დეიდა თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა.
მეზობლების თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დეიდას ფულს სთხოვდა და უარის მიღების შემდეგ მოკლა.
პოლიციამ დამნაშავე მამაკაცი უკვე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.