ხანძარს 96 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

 ხანძარს 96 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სენაკში მოხდა.

როგორც ცნობილი ხდება ასაკოვანი ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა. ადგილობრივების თქმით, მას ელექტრო გამათბობელი ჰქონდა ჩართული, რამაც სავარაუდოდ,ხანძარი გამოიწვია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.