ხარების სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს

ამ წუთებში, ისევე როგორც სხვა ტაძრებში, რუსთავის ხარების სახელობის ტაძარში ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს.

მართლმადიდებელი სამყარო ერთ-ერთ უდიდესი ქრისტიანულ დღესასწაულს, ქრისტეს შობას 7 იანვარს აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ლიტანიობა ტარდება. ასევე, პატრიარქი ყველა მორწმუნეს მოუწოდებს შობის ღამეს სარკმელთან სანთელი აანთოს და ღვთისმშობელს მოუხმოს.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსთავის ხარების სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა მამა მიქაელმა აღავლინა.