ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზენში, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე, ავტომანქანით, თხმელას სახეობის 50 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორის ტრანსპორტირებას ახდენდა. უწყებაში განმარტავენ, რომ მან ხე-ტყის მოპოვების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა შესაბამისი აქტი შეადგინეს.

აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შემდეგი რეაგირების მიზნით, მასალები შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.