მეხანძრე-მაშველებმა შუახევში ,სოფელ ხიჭაურის მიმდებარედ ჯიხვი გადაარჩინეს.ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
სამსახურის ცნობით, ცხოველი კლდეზე იყო ჩარჩენილი. ჯიხვი ხეზე რქით გაიჭედა და გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.
მეხანძრე-მაშველებმა ჯიხვი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს და გაუშვეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.







