ბაღდათში, ხანძარის შედეგად, ხუთი ადამიანი – ფეხმძიმე ქალი და ოთხი ბავშვი დაიღუპა.
ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ამ წუთებში ცეცხლის ჩაქრობას ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს.
არსებული ინფორმაციით, მიტოვებულ სახლში სოციალურად დაუცველი ოჯახი თვითნებურად იყო შესახლებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.