გაჩიანის გზაზე ხანძარია-ცეცხლი,სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის მილს უკიდია(+ფოტო)

  გარდაბნის რაიონში, გაჩიანის გზაზე ხანძარია. ამ წუთებში ადგილზე  ცეცხლის ლოკალიზებას სახანძრო-სამაშველო სამსახური ცდილობს.   Tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ, ავტოგასამართი სადგურის ბუნებრივი აირის  მილს გაუჩნდა. 

როგორც tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იწუება, საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია და სააპატრულო პოლიცია მძღოლებს გადაადგილების უფლებას ეტაპობრივად აძლევს. 

Update: ადგილზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. მათი ინფორმაციით, სავტომობილო გზა უსაფრთხოების მიზნით გადაიკეტა. 

tv4-ის გადამღები ჯგუფი იმყოფება ადგილზე და ინფორმაციას განახლებად რეჟიმში მოგაწვდით.