გუდაურში რესტორნის მფლობელი სცემეს. ვრცელდება კადრები გუდაურიდან, სადაც გავრცელებული ინფორმაციით ,რესტორან „მთვრალი ალუბალის“ მფლობელი, მირანდა ესაკია სცემეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მთვრალი მამაკაცი რესტორანში შესვლას ცდილობდა, რომელსაც დაცვის თანამშრომელმა ობიექტზე შესვლის უფლება არ მისცა. ინციდენტს რესტორნის მფლობელი გამოეხმაურა ,რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.