ეჭვიანობის საფუძველზე ქმარმა ცოლი მოკლა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, მკვლელობა მოხდა. როგორც ცნობილი გახდა ქმარმა ეჭვიანობის საფუძველზე ცოლი მოკლა.  ქვემო ქართლის პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი.     

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დამნაშავე მომხდარიდან, რამდენიმე საათში  დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.                   

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, სოფელ ყარაჯალაში, ყოფილ მეუღლეს მისსავე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.