“ვიზრუნოთ ოთხფეხა მეგობრებზე”-დაბა კაზრეთში მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლები დაიდგა

დაბა კაზრეთის ქუჩებში მიუსაფარი ცხოველებისთვის  სახლები დაიდგა. „ვიზრუნოთ ოთხფეხა მეგობრებზე’’ -იდეის გარშემო დაბის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გაერთიანდნენ. 

მოსწავლეებმა პროექტი დაწერეს, რომელიც მიუსაფარი ცხოველების მოვლას გულისხმობს.

ევროპის ფონდის დაფინანსებით მოზარდებმა ფერადი სახლები და ფრინველებისთვის საკვები დაფები შეიძინეს.

პროექტის დამხმარე კოორდინატორის ინფორმაციით , აღნიშნული ინიციატივა სისტემატურ ხასიათს მიიღებს და მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვის თვალსაზრისით,მოსახლეობის ჩართულობას შეუწყობს ხელს.