თურქეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

თურქული მედიის ცნობით, სტამბოლში რუსულ მაფიასთან კავშირში მყოფი ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი დააკავეს. დაკავებულებს შორის 4 საქართველოს მოქალაქეა.

არსებული ინფორმაციით, ჩატარებული ოპერაციის შედეგად, თურქმა სამართალდამცველებმა სულ 16 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის რუსეთის 1, უკრაინის 3, საქართველოს 4 და აზერბაიჯანის 8 მოქალაქეა.

პოლიციამ ჩხრეკის შედეგად, 11 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და 222 ერთეული ტყვია ამოიღო.