ლანჩხუთში სახლი დაიწვა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლობარგში სახლი დაიწვა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საკვამურში გაჩნდა. ცეცხლმოდებული სახლიდან ხანშიშესული ცოლ-ქმარი უვნებლად გაიყვანეს.

ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.