ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით 39 წელის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამაკაცი გორში დააკავა.
უწყების ცნობით, დაკავებული მეუღლეს შვილების თანდასწრებით ემუქრებოდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.
„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს – 1989 წელს დაბადებულ ც.ს.-ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამი შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.