მე-7 მიკრორაიონში ცეცხლი გაზქურაზე დატოვებულ საჭმელს გაუჩნდა

მე-7 მიკრორაიონში N2 საცხოვრებელ კორპუსთან სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. 

არსებული ინფორმაციით, შენობაში მცირე დაკვამლიანება იყო,ცეცხლი გაზქურაზე საჭმლის დატოვების შედეგად გაჩნდა. tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება დროულად მოახდინეს. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.