რუსთაველი მოკრივეების მორიგი წარმატება

ქუთაისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც ჭაბუკთა შორის გაიმართა, რუსთაველმა სპორტსმენებმა საპრიზო – პირველი და მესამე ადგილი დაიკავეს.

როგორც მთავარი მწვრთნელი ედუარდ მარდანოვი აღნიშნავს, პირველი ადგილის მფლობელი 2020 წელს ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

ჩემპიონატში რუსთავიდან სულ 11 სპორტსმენი მონაწილეობდა.