რუსთავში მრავალშვილიანმა ოჯახმა ბინა გატეხა და უკანონოდ შესახლდა

 მეგობრობის N47-ში მრავალშვილიანმა, სოციალურად დაუცველმა ოჯახმა, საცხოვრებელი კორპუსის ბინა გატეხა და ბინაში  ცხოვრების მიზნით, უკანონოდ შევიდა.  როგორც tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, საუბარია  მრავალშვილიან ოჯახზე, რომლებიც იმავე საცხოვრებელ კორპუსში ქირით ცხოვრობდნენ, ქირა ვერ გადაიხადეს და აღნიშნულ ბინაში შესახლდნენ.  

როგორც ცნობილი ხდება, გატეხილი ბინის მფლობელები საბერძნეთში იმყოფებიან და ის მეზობელს აქვს ჩაბარებული. სამართალდამცველებს ფაქტის შესახებ სწორედ მეზობელმა აცნობა.