საქართველოს პროკურატურა ნიკა მელიასთვის 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითხოვს

 საქართველოს გენერალური პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითხოვს, – ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ განაცხადა. 

„პროკურატურის მოთხოვნაა, რომ ნიკა მელია ბანკი „ქართუს“ საქმეზე იმ მუხლშიც გამტყუნდეს, რაშიც საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება აქვს მიღებული. მუხლი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. ჩემი აზრით, პროკურატურის საჩივარი სრულიად უსაფუძვლოა, რადგან პირველ ინსტანციაშიც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ საერთოდ არ იყო მტკიცებულებები მელიას წინააღმდეგ”- განაცხადა მელიას ადვოკატმა და დასძინა, რომ პროკურატურის საჩივარი სააპელაციო სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს.

უფლებადამცველის ინფორმაციით,მათ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში გაასაჩივრეს, რაშიც მერია გამტყუნდა, შესაბამისად ადვოკატი გამართლებას ელოდება. ამასთან , გიორგი მდინარაძე არ გამორიცხავს,რომ ნიკა მელიას ბრალი დაუმძიმდეს, რა შემთხვევაშიც სასამართლოს ობიექტურობა და მიუკერძოებლება ეჭვქვეშ დადგება. 

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

 

 

 

 

წყარო: ipn