თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივებმა ბოლო პერიოდში გახშირებული ქურდობის ფაქტები გააპროტესტეს. მათი ინფორმაციით, საძოვრებიდან ათეულობით მსხვილფეხა პირუტყვი იკარგება. მოსახლეობა ხელისუფლებისგან კომპენსაციებს და პოლიციის მხრიდან გამოძიების დროულად წარმოებას ითხოვს.
ადგილზე მივიდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე.მუნიციპალიტეტის პირველი პირი ამბობს,რომ პრობლემის გადაჭრის გზებზე მუშაობა პოლიციის ჩართულობით მიმდინარეობს. კერძოდ, მისი ინფორმაციით, საძოვრებზე მწყემსები არ არიან და შესაბამისად, საუბარია ამ მიმართულებით მუშაობაზე ან ადგილზე კამერების დამონტაჟებაზე.
რაც შეეხება კომპენსაციებს, მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, კომპენსაციების გაცემას ადგილობრივ მუნიციპალიტეტს კანონი არ ავალდებულებს და ამ კუთხით მოსახლეობის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება.