იტალიაში ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ ქალაქ მოდუნიოს ცენტრში მდებარე ძველი და დანგრეული შენობის ჩხრეკისას საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.
გამოძიების შედეგად ამოღებულია მოპარული ნივთები, მათ შორის: ტელეფონი, ძვირფასი საათი და ნაღდი ფული. სამართალდამცავების ცნობით, ნივთები ბრინდიზიში მდებარე სახლის მეპატრონეს ეკუთვნის, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაქურდეს.
აღსანიშნავია, რომ სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.